ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ისინი ამ დილით სხვადასხვა სახის დაზიანებებით ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყავნეს.
როგორც კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე, „გურია ნიუსთან“ ამბობს:
„ამ დილით 10-ის ნახევრისთვის შემოიყვანეს მოხუცი ცოლ-ქმარი. მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად, 10 ნეკნი აქვს მოტეხილი და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ქალბატონი ტვინის შერყევით მოთავსებულია ნევროლოგიურ განყოფილებაში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას.