უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი მიკოლაივი ღამით რუსმა აგრესორებმა “მასობრივად დაბომბეს“, – განაცხადა ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა.
“რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელი კორპუსს. მისი ორი ზედა სართული მთლიანად განადგურდა, დანარჩენი კი ნანგრევებითაა დაფარული“, – განაცხადა სენკევიჩმა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. მერს არ უთქვამს, არის თუ არა დაშავებულები ან გარდაცვლილები.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ მიკოლაივში დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსიდან მაშველებმა გამოიყვანეს 11 წლის ბიჭი. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამედიცინო დახმარება უტარდება.
“ღამით მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბეს. ერთ–ერთი 5-სართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს, მან ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა“, – თქვა ვიტალი კიმმა.
მისი თქმით, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ოკუპანტებმა მიკოლაივი 13 ოქტომბრის ღამეს დაბომბეს – შედეგად, 5-სართულიანი შენობის 2 სართული სრულად განადგურდა, 3 კი დაზიანდა.
კიდევ ერთი ქალაქი, ნიკოპოლი დაბომბეს, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრი ოლექსიი გონჩარენკომ Telegram-ზე დაწერა.
გონჩარენკოს თქმით, დაშავდა 59 წლის მამაკაცი. დაზიანდა 30-მდე მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, რის გამოც დაახლოებით 2000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ავტორი