„ქალები ცვლიან“ _ ამ სახელწოდებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობით გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიში, ამავე ფორუმის ფარგლებში გაიმართა ხელოვანი ქალების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, ფორუმზე დაანონსდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და ახალგაზრდული იდეების კონკურსები, ასევე მომავალ წელს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იგეგმება ინტერმუნიციპალური ფორუმის ჩატარება.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი რიმა ბერაძე, შეხვედრას ესსწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ამ ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ქალბატონ მარინე ბერაძეს
_ ქალბატონო მარინე, რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ხიდისთავი ამ ფორუმის ჩასატარებლად?
_ მოგესალმებით, სკვერი ანა კალანდაძის, უმაგრესი გურული პოეტის და ძლიერი ქალის სახელობისაა, რამაც გადაგვაწყვეტინა ფორუმის ამ ლოკაციაზე ჩატარება.
_ რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება?
_ საერთო მიზანი ადგილობრივ ქალთა გაძლიერება, საბჭოს მუშაობის ანგარიშის წარდგენა, საუკეთესო ინიციატივების პრეზენტაცია და ახალგაზრდა ქალებისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაა.
ავტორი