ფსიქოლოგები გამოარჩევენ ქალის რამდენიმე ტიპს, რომლებიც, მართლაც რომ, მისაბაძნი და ჭეშმარიტად ქალურები არიან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.
ქალი – „ახალი წელი“: ეს არსება დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. მას სწამს, რომ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მთავარი და ყველაზე კარგია… ამით არ კმაყოფილდება და უნდა, რომ ამის შესახებ პარტნიორისგანაც მოისმინოს. თანაც, რაც შეიძლება, ხშირად. ამასთან ის ყოველთვის ფორმაშია და ყოველთვის აძლევს მამაკაცს მისით აღფრთოვანების საბაბს. თავიდან ეს ყველაფერი მოსწონს მამაკაცს, მაგრამ მერე იღლება… წარმოიდგინეთ, რა მოგვივიდოდა, ახალი წელი თავისი თანმხლები მოვლენებით კვირაში ერთხელ რომ გვქონდეს?!
ამიტომ, ასეთ ქალებს ურჩევენ „სპეცეფექტები“ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახონ, რათა არ დაკარგონ ის ხიბლი, რაც დღესასწაულს აუცილებლად უნდა ახლდეს თან.
ქალი – „კარნავალი“: ამ ტიპის ქალი ისეთი თვალშისაცემი და „კაშკაშაა“, რომ შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს. აქტიურია, კომუნიკაბელური და თითქმის ყველას უნდა მის გვერდით ყოფნა, ქალებსაც და კაცებსაც. თუმცა, ერთი მინუსი აქვს – ასეთი ქალის გვერდით აუცილებლად დაიღლებით. დაიღლება, მით უფრო, მამაკაცი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია ერთ ადგილზე ყოფნისკენ: „დავრჩეთ რა, დღეს სახლში. ვიყოთ მშვიდად და უბრალოდ,“ – ადრე თუ გვიან, ქალი – „კარნავალის“ მეუღლე ამ ფრაზას იტყვის, მაგრამ ქალი ვერ გაუგებს. მას ავიწყდება, რომ კაცი ნაკლებად აქტიურია და ნაკლებად უყვარს ხმაურიანი გართობა. ურჩევნია, დივანზე იწვევს გაუნძრევლად და არაფერი აკეთოს. თუ ქალი – „კარნავალი“ ამას არ გაითვალისწინებს, აუცილებლად ექნება პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში.
ქალი – „დაბადების დღე“: სასიამოვნოა, როცა ყველაფერი ჩემთვის კეთდება… – ეს არის მისი ცხოვრებისეული კრედო. უყვარს ყურადღება, ალერსი, თბილი სიტყვები, საჩუქრები და თუ ამ ყველაფერს არ იღებს, ძალიან ნაღვლობს. ამიტომ, უყურადღებო მამაკაცისთვის ასეთი ქალი ნამდვილი სტრესია. მამაკაცს ხომ თვითონაც ძალიან უყვარს ყურადღება. მოკლედ, თუ ქალი-„დაბადების დღე“ ხართ და სული გთხოვთ, მუდმივად ვიღაც გეფერებოდეთ, კუდს გიქიცინებდეთ… შეიძინეთ ლეკვი – მას მამაკაცზე გაცილებით მყარი ნერვები აქვს და არასოდეს დაიღლება თქვენი ალერსით.
ქალი – „გაზაფხული“: ერთი მხრივ, ყველას ახარებს და ახალისებს, მეორე მხრივ – შფოთიანი, ცვალებადი და ამოუცნობი ბუნება აქვს. გუნება-განწყობაც ძალიან ხშირად ეცვლება. მომთხოვნია, თუმცა, თავად არასოდეს ამბობს, რა სჭირდება კონკრეტულად. მაგრამ, თუ ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, ანჩხლობს. თუ კაცი ჭეშმარიტად შეყვარებულია, კიდევ იტანს პარტნიორის ხუშტურებს, მაგრამ, შეიძლება, ისიც გაღიზიანდეს. „გაზაფხულმა“ უნდა თქვას, რას ითხოვს ოჯახის წევრებისგან, მაშინ, არც თვითონ ინერვიულებს და არც სხვებს შეუქმნის პრობლემებს.
ავტორი