ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “ინტერპრესნიუსი” იუწყება, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.