გაუპატიურების მცდელობა იყო რუსთავში. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შარტავას ქუჩის მიმდებარედ 35 წლამდე მამაკაცი, 30 წლამდე ქალის ბინაში შეიპარა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით სცადა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა კაცს წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.