https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვერძი

ვნებიან და სექსუალურ ვერძს, რომელიც ყველაზე ტემპერამენტულ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, ძალიან უყვარს ქათინაურები და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მამაკაცს ქებაც უნდა ეხერხებოდეს და კომპლიმენტების თქმაც, თუმცა მხოლოდ ღირსეული შეძლებს ვერძთან რომანის გაბმას, რადგან უღირსის გვერდით ყოფნას მას ისევ მარტოობა ურჩევნია.

სიყვარული ვერძმა ზღვარგადასული იცის და არც საკუთარ თავს ზოგავს, არც პარტნიორს, ამიტომ, ვინც მასთან გარისკავს ურთიერთობის გაბმას, წინასწარ უნდა მოემზადოს მუდმივი სკანდალებისა და საქმის გარჩევისთვის, მით უფრო, რომ ვერძისთვის არც პარტნიორის ჩასაფრებაა უცხო, არც უმიზეზოდ ეჭვიანობა. ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები ყოველთვის მარტივად იკეთებენ კარიერას და ამაყობენ საკუთარი მიღწევებით, თუმცა არ ღირს მათთვის უადგილოდ გზის მოჭრა, რადგან ნებისმიერს ისე გადაუვლიან, რომ უკან არც მოიხედავენ.

კურო

ქალურობისა და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას მფარველობით დაბადებული კურო მეტად ემოციური, მგრძნობიარეა და ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ხშირად დათმობასა და უკან დახევას ამჯობინებს, თუმცა მისი სისუსტისა და ნაკლის შემჩნევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან საკუთარ თავში ეჭვსა და გაუბედაობას ყოველთვის სიჯიუტით ნიღბავს.

სტაბილურობის მოყვარულ ნიშანი, რომელსაც ძალიან აშინებს ცვლილებები, ნებისმიერ სიახლეს უფრთხის და ხშირად სასარგებლო შეთავაზებაზეც უარს ამბობს, ამიტომ ნაკლებად ებმება სასიყვარულო ავანტიურებში და არასდროს პატიობს პარტნიორს ღალატს, მით უფრო, რომ იდეალური მეუღლეა და ნებისმიერი მამაკაცისგან შეუძლია სუპერგმირის შექმნა. მომჭირნე და ეკონომიური კურო ყოველთვის იდეალურად გეგმავს ოჯახის ბიუჯეტს, თუმცა შვილებზე არასდროს ზოგავს ფინანსებს. მეტიც, სწორედ მათთვის იცლება და იხარჯება ბოლომდე, თუმცა საპასუხოდაც ამავეს მოითხოვს.

ტყუპი

მოუსვენარი ტყუპები ვერასდროს ჩერდებიან ერთ ადგილას, ძალიან უყვართ ცვლილებები, ახლის შესწავლა და ექსპერიმენტების მოწყობა როგორც საკუთარ თავზე, ისე მეგობრებსა და პარტნიორებზე. უშუალო და კომუნიკაბელური ტყუპები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას, მზრუნველობით, ყურადღებით არიან განებივრებულები და ძალიან მოსწონთ, როცა მათი უნიკალურობით აღფრთოვანებული მამაკაცები ობიექტურობასთან ერთად გონებასაც კარგავენ.

თავქარიანობისა და მუდმივი კეკლუცობის მიუხედავად, ძალიან რთულია ტყუპების პირადი საზღვრების გადალახვა და მათ სამყაროში შეღწევა, რადგან ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონისთვის უმთავრესი მაინც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა, რომელსაც ხშირად კბილებით იცავს. ტყუპების კიდევ ერთ უნიკალურ თავისებურებად ორსახოვნება ითვლება, რომელიც  მუდმივად ცვლილებად ხასიათს და ერთმანეთის გამომრიცხავ თვისებებს – ცინიზმს და უსაზღვრო ემპათიას, ზედაპირულობას და დეტალების შემჩნევის უნარს, გულგრილობას და ზღვარგადასულ ემოციებს აერთიანებს. თუმცა, არ ღირს ნაკლოვანებებზე მითითება, რადგან ტყუპებს ძალიან არ უყვართ შეცდომების აღიარება, ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა მრჩევლების გარეშე აანალიზებენ შეცდომებს და თვითონ გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები.

კირჩხიბი

ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მთვარე მფარველობს, ამიტომ სწორედ ღამის მანათობელი განსაზღვრავს მათ ტემპერამენტს, მოზღვავებულ ემოციებსა და მგრძნობიარობას, რომანტიზმს და სენტიმენტალურობას. კირჩხიბს ჰაერივით სჭირდება ყველაფრის გაზვიადება და დრამატიზება, ემოციების ამოფრქვევა და თუ საჭიროა ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დანგრევა, რადგან ერთფეროვან რუტინულ ცხოვრებას, ისევ ქარის წისქვილებთან ბრძოლა ურჩევნია.

კატეგორიულობით გამოირჩევა ქალბატონი კირჩხიბი პირად ურთიერთობაშიც, რადგან მოულოდნელად შეუძლია მოსთხოვოს პარტნიორს დაქორწინება, რამდენიმე საათში კი, საკუთარი თავის გაიკვირვოს და უკან დაიხიოს. ამ ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა პირველ რიგში გრძნობების მართვა უნდა ისწავლოს, რათა უკონტროლოდ მიშვებულმა ემოციებმა გაბუტულ და კაპრიზულ სკანდალისტად არ აქციოს, მით უფრო, რომ თანდაყოლილი უნდობლობის გამო კირჩხიბს ძალიან უჭირს გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება.

ლომი

ლომის ნიშნით დაბადებულმა ქალებმა, რომლებიც ყოველთვის ძვირფასი ქვებივით ბრწყინავენ, კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ძალიან რთულია მათი გულის მოგება და კეთილგანწყობის მოპოვება. ქალბატონ ლომს მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი მამაკაცები მოსწონს, რომლებიც არა ბანალური და გაცვეთილი ქათინაურებით, არამედ ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ.

თავნება და ურჩი ლომი მხოლოდ მაშინაა მზრუნველი და ერთგული მეუღლე, თუ ღირსეული პარტნიორი ჰყავს გვერდით, სხვა შემთხვევაში სინანულის გარეშე დაუსვამს წერტის ურთიერთობას, მით უფრო, რომ არც ეჭვიანობა სჩვევია, არც პარტნიორის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება. ლომის მოთვინიერების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს – ან სრული თავისუფლება უნდა მისცეს პარტნიორმა, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებს, ან თვითონ მოიპოვოს დომინანტის პოზიცია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქალწული

მართალია, პლანეტა მერკურის მიერ მართული ქალწულები სხარტი აზროვნებითა და გამჭრიახი გონებით, პერფექციონიზმით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მაგრამ საოცრად რბილი ხასიათი აქვთ და განსაკუთრებით გულჩვილები არიან, რასაც საკუთარ ნაკლად მიიჩნევენ, ამიტომ საგულდაგულოდ მალავენ და არავის აჩვენებენ რეალურ სახეს. ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორულ ურთიერთობას, რადგან მარტოც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მით უფრო, რომ ბევრი ვერ უძლებს მათ რეჟიმს, რომელიც სავალდებულო რიტუალების ნუსხას უფრო ჰგავს, ვიდრე ნორმალური დღის განრიგს.

ინტელექტუალი ქალწულისთვის კარიერაა პრიორიტეტული, ამიტომ ყოველთვის მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, შემოსავალს კი, დაუფიქრებლად, ზედმეტად ხელგაშლილად ხარჯავს საკუთარ თავსა და ხანმოკლე რომანებზე, რომლებიც გულის გადასაყოლებლად უფრო სჭირდება, ვიდრე სერიოზული ურთიერთობისთვის.

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებული ქალები სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობით, ნებისმიერ სიტუაციაში წონასწორობის შენარჩუნების უნარით და მანიაკური სიჯიუტით ხასიათდებიან. უმეტესობას ბრწყინვალე იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მართალია, ხშირად ეცვლებათ განწყობა, იპყრობთ უიმედობა და დეპრესია, მაგრამ არავის აწუხებენ საკუთარი უგუნებობით, ამიტომ ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც სწორედ მათ მიმართავენ დახმარებისთვის.

ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები, რომელთაც მეტწილად თხელი აღნაგობა აქვთ, გრაციითა და მოხდენილობით გამოირჩევიან, ყოველთვის ელეგანტურად იმოსებიან და პარტნიორსაც იმავეს აიძულებენ. წარმოუდგენელია სასწორის ნახვა სპორტულ ან საშინაო ტანსაცმელში, რადგან სახლშიც ძვირადღირებული სამოსით დაფუსფუსებენ. გარეგნული სილაღისა და სიმსუბუქის მიუხედავად, ძალიან სახიფათოა ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონთან ურთიერთობის გაბმა, რადგან ცვალებადი ხასიათის გამო წარმოუდგენელია მისი განწყობის პროგნოზირება. სასწორს ერთნაირი შემართებით შეუძლია ჯერ ყველაფრის დამტვრევა რაც ხელში მოხვდება, მერე საყვარელი სიმღერის წაღიღინება, ისე თითქოს არაფერი მომხდარა.

მორიელი

მართალია, ქალბატონი მორიელი ხშირად ამჟღავნებს სისუსტეს და ითხოვს დახმარებას, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე მტკიცე ხასიათი აქვს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მოჩვენებითი სისუსტე კი, მხოლოდ თვალის ასახვევად სჭირდება. მორიელს, რომელიც საკუთარ თავსაც წამლავს და სხვასაც უწამლავს ცხოვრებას, ყველაფერი საუკეთესო უნდა და ყველგან სრულყოფილებას ეძებს, ამიტომ ძალიან რთულია მისი სტანდარტების დაკმაყოფილება. მეტად იმპულსური ზოდიაქოს ნიშნისთვის მხოლოდ ორი უკიდურესობა არსებობს – ან გონის დაკარგვამდე უყვარს, ან საშინლად სძულს და შურისძიებით ემუქრება მტრად ქცეულ პარტნიორს, რაც ძალიან აბნევს მამაკაცებს, რადგან არასდროს იციან რა უფრო სახიფათოა, გაქცევა თუ მის გვერდით დარჩენა და ყველა დარტყმის მორჩილად მიღება.

საყვარელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით შვილებისთვის მორიელს თავის გაწირვაც შეუძლია, თუმცა ძალიან უჭირს დაჯერება, რომ ადრე თუ გვიან ბავშვები იზრდებიან და მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ითხოვენ, ამიტომ ზოგჯერ მის ზღვარგადასულ სიყვარულს და მზრუნველობას ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ლაღ და თავისუფალ მშვილდოსანს კოლოსალური ნებისყოფა და შინაგანი ძალა აქვს. ყოველთვის ერთი დღით, ინსტინქტებით, იმპულსებით ცხოვრობს და ნაკლებად უსმენს გონებას, თუმცა მეტწილად მაინც უმართლებს, ამიტომ არასდროს ფიქრობს მომავალსა და ცხოვრების წესის შეცვლაზე. მართალია, მშვილდოსანთან ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან რთულია ოჯახის შექმნა, რადგან არაფრით ეთმობა ერთხელ მოპოვებული თავისუფლება. ამასთანავე, სულ სადღაც გარბის, ჩქარობს და პარტნიორსაც თან ექაჩება.

პირდაპირი და სამართლიანი მშვილდოსანი, არასდროს ცრუობს, არ პირფერობს და არ ღალატობს საყვარელ მამაკაცს, პირიქით, საკუთარი ნებისყოფის ხარჯზე შთააგონებს და ნებისმიერს საოცარ ძალას, თვითრწმენას მატებს. თუმცა, ვერასდროს დაიჩემებს სამაგალითო დედობას, რადგან ძალიან არ უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, მისი სპონტანური ცხოვრების წესი კი, არასდროს ერგება ბავშვის აღზრდასა და მის მოთხოვნილებებს.

თხის რქა

დისციპლინირებულ და შრომისმოყვარე თხის რქას მთელი ცხოვრება წინასწარ აქვს გაწერილი, პრაქტიკულად დაბადებისთანავე ერთ გზას ირჩევს და მთელი ცხოვრება ისე მიუყვება, არც გვერდზე იხედება, არც ეჭვი უჩნდება, იქნებ გაჩერება და კურსის შეცვლა სჯობს. კარიერისტი თხის რქისთვის, რომელიც სწრაფად მოიპოვებს ხელმძღვანელობის ნდობას და მარტივად აღწევს წარმატებას, ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან, დედის გამოჩენა სახლში კი, ნამდვილ დღესასწაულს ემსგავსება.

ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან არ უყვარს კრიტიკა, რადგან ვერ წარმოუდგენია ოდესმე ცდებოდეს, ამიტომ არ ღირს „ყოველთვის მართალი“ თხის რქის გაღიზიანება, მით უფრო, რომ არც შინაურებს ინდობს, არც უცხოებს და ყველას ერთნაირად ემუქრება სასტიკი ანგარიშსწორებით.

მერწყული

პლანეტა ურანისგან, რომელიც მერწყულის ნიშნით დაბადებულებს მფარველობს, ქალებმა ემოციურობა და იმპულსურობა, სიურპრიზების სიყვარული და უმიზეზოდ ბუნტის მოწყობის დაუოკებელი სურვილი მიიღეს მემკვიდრეობად. მართალია, ერთი შეხედვით მერწყული მსუბუქი და თავქარიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში მოზღვავებული ამბიციები ახრჩობს, რომელთაც ყოველთვის ვერ იკმაყოფილებს და თვითონ დამძიმებული სხვასაც საშინლად ამძიმებს.

ბუნებით მერწყული მარტოხელაა, ამიტომ არც ოჯახს ცნობს, არც სერიოზულ ურთიერთობას, მისთვის პრიორიტეტული ხანმოკლე რომანი ან მსუბუქი ფლირტია პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე. რთულია ამ ნიშნის ქალბატონებთან საქმიანი ურთიერთობის გაბმაც, რადგან არც ჭორებს და ინტრიგებს, არც შანტაჟსა და მუქარას ერიდება სასურველი მიზნის მისაღწევად.

თევზები

მართალია, თევზები წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან, მაგრამ ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ძალიან უყვართ ღრუბლებში ფრენა, რადგან ზედმეტად სენტიმენტალურებს, მგრძნობიარესა და ემოციურებს რეალობასთან შეგუება უჭირთ. თევზებს მშვიდი და სტაბილური ცხოვრება მოსწონთ კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გარეშე, მაშინ როცა ცხოვრება მუდმივად მახეს უგებს და ხიფათში ცდილობს მის გაბმას.

სწორედ ამიტომ ეძებს ამ ნიშნის ქალბატონი ძლიერ პარტნიორს, რომელიც მისი დამცველიც იქნება და ცხოვრების მეგზურიც, საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, მას კი, ღრუბლებში თავისუფლად ფრენის უფლებას მისცემს. მართალია, ყოველთვის სასიამოვნოა თევზებთან ურთიერთობა, რადგან მოსმენაც შეუძლიათ, თანაგრძნობაც და სხვისი ტკივილის გაზიარებაც, მაგრამ არ ღირს პრაქტიკული რჩევის ან დახმარებისთვის მიმართვა, რადგან იქაც მოახერხებენ საქმის გააფუჭებს, სადაც შეუძლებელი იყო გაფუჭება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

09:44; 13 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო