საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება.
წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, თბილისში, ანდორის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 25 თებერვალს, საქართველოს ნაკრები კვიპროსს ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება. ანდორასთან მატჩი 21 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორის და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად, ჩვენი გუნდი მალტას დაუპირისპირდება. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.