ქალზე ხელს არასდროს ავწევ და არც ამ ფაქტის დროს არანაირი ძალადობას ჰქონია ადგილი – წერს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე ხმაურიანი ვიდეოს შესახებ
“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!
გუშინდელ ამბავზე დღეს ვისაუბრებ იმედი ლაივში და მოგიყვებით რეალურად, რა მოხდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ!
ერთს დავწერ, როგორც ნაც. ბაბლი მაბულინგებს და მლანძღავს, (ვინც არ უნდა იყოს), ქალზე ხელს არასდროს ავწევ და არც ამ ფაქტის დროს არანაირი ძალადობას ჰქონია ადგილი,მხოლოდ ტელეფონზე ავუკარი ხელი! ერთი რამე მინდა იცოდეს ყველამ, მე იმ ავბედით წლებში, როდესაც ჯალათები ხელისუფლებაში იყვნენ, 2007 წლიდან ჩემს ხალხთან ვარ.
გუშინდელი ვიდეოს გამოქვეყნებით და იმ ბაბლის ბულინგით გგონიათ გამაჩერებთ?! პირიქით მაძლიერებთ. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მივიყვანოთ ეს ქვეყანა გამარჯვებამდე!“- წერს ზურა ხაჩიძე.