10 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
11 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.