გურიაში, ოზურგეთში დილაადრიან ამოვარდა ქარი, რასაც წვიმა მოჰყვა. ქარიშხალს ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.
_შუქი სოფლებში არ გამორთულა. ქალაქშია გამორთული და ამ წუთებში ვმუშაობთ, რომ სასწრაფოდ აღდგეს, _ თქვა „გურია ნიუსთან“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ.
გურული მეურნეები სწუხან, ასე თუ გაგრძელდა ეს ქარწვიმა, აყვავებულ ხეხილოვანებს არაფერი შერჩებათ და ტყემლისა და მსხლის თუ ვაშლის გარეშე დარჩებიან.
ავტორი