16 ადამიანი იმსხვერპლა ქარხანაში გაჩენილმა მასიურმა ხანძარმა, რომელიც რამდენიმე ლითიუმის ბატარეის აფეთქების შემდეგ დაიწყო. შემთხვევა სამხრეთ კორეაში მოხდა.
ხანძარი ორშაბათს დილით გაჩნდა Aricell-ის ქარხანაში ქალაქ ჰვასონგში, დედაქალაქ სეულიდან სამხრეთით დაახლოებით 45 კილომეტრში.
ადგილობრივი ტელევიზიის კადრებში ნაჩვენებია მცირე აფეთქებები, როდესაც მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.