ძლიერმა ქარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
როგორც “ქართლის ამბები” იუწყება, ხაშურის სამუსიკო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა. შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 2022 წელს ჩაუტარდა, რაზეც 320 000 ლარი დაიხარჯა.
ხაშურის საკრებულოს წევრის, [გირჩიდან] ზაზა მეხრიშვილის ცნობით, დაზიანებულია მერიის სახურავიც. ქარმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობასაც.






























































