საქართველოსა და ჩინეთს შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების და სერტიფიკატების აღიარება მოხდება,_ ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2025 წლის 15 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება“, – წერია დადგენილებაში.
დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.





























































