დღეს მედიასთან სოლიდარობის აქცია გამართეს ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა. ისინი, ეხმიანებიან 5 ივლისს მომხდარ მოვლენებს და მხარდაჭერას უცხადებენ ქართულ მედიას.
ისინი, ასევე, გმობენ TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს. მათი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ ყველა ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას.
ავტორი: ნინო სილაგაძე