https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული ბაიკონური თუ რუსული აფერა

19:02; 13.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში კოსმოდრომ „კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია „აი ფაქტის“ ჟურნალისტურმა  გამოძიებამ გაასაჯაროვა.

„ნამეტანი ჩახლართული ამბავია. გასაკვირი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო აფერასთან გვაქვს საქმე. “-ასეთია ლანჩხუთელ ოპოზიციონერთა პოზიცია შუხუთში „კოსმოდრომის“ მშენებლობის თემასთან დაკავშირებით.

„ეგ აკლდა ლანჩხუთს სრული ბედნიერებისთვის. არ ვიცი სერიოზული კომენტარი გავაკეთო ამაზე, ნახევრად სერიოზული თუ არასერიოზული. წესით ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ შესაბამისი სამსახურები უნდა ინტერსდებოდნენ, როცა მტრულად გამწყობილ და ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებზეა საუბარი და საბრძოლო წარმოებაცაა ნახსენები.

ჯერჯერობით, მე არარეალურად და არასერიოზულად ვუყურებ ამ თემას, დანარჩენს დავაკვირდებით. ისე, მოქმედი ე.წ. ხელისუფლების პირობებში, რომელიც ღიად თანამშრომლობს აგრესორთან,  საერთოდ არაფერი აღარაა გასაკვირი“- ამბობს ენმ-ის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი მიიჩნევს, რომ  რუსი მოქალაქეების მხრიდან ფულის გათეთრებასთან გვაქს საქმე.

„ჰო, რა, ბაიკანურის კოსმოდრომის ალტერნატივაა  შუხუთი, რუსებს ყაზახეთმა პრობლემები შეუქმნა და „გრუზია“ აგერ არაა?  ეს ვიხუმრე რა თქმა უნდა, მართალია რუსეთთან ფლირტში ჩვენი ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო აფერასთან გვაქვს საქმე. ვიღაც რუსი მოქალაქეები ეტყობა ცდილობენ ფულის გათეთრებას და სამიზნედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთი აიღეს, სადაც მიტოვებული საწარმოს მხცოვან მეპაიეებს, წილის 51 პროცენტი ააცალეს. რა და როგორ, ეს საინტერესოა და ისიც, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მუნიციპალიტეტის მერიას. ასე უპრაგონოდ რომ სხვისდება მიწები უცხოელებზე, ეს მართლაც საგანგაშო ფაქტია და დროა, ხელისუფლებას მკაცრად მოვთხოვოთ, შეწყვიტოს ის მარაზმი, რაც ახლა ხდება“ – ამბობს გოჩა ჯანაშია. 

საქმე ისაა, რომ „კოსმოდრომის“ მშენებლობის იდეის ავტორები რუსეთის მოქალაქეები იულია და მარია არხიპოვები არიან, რომლებიც   საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოვიდნენ, აქ ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი კი, როგორც ირკვევა, მიითვისეს.

„აი ფაქტის“ ცნობით,  იულიაც და მარიაც კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროდან მოდიან. მარიას მაგისტრის ხარისხი აქვს კოსმოსური ინდუსტრიის საჯარო ადმინისტრირებაში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ფაკულტეტზე. შემდეგ მუშაობდა ორბიტალური სადგურის “მირ-2” მშენებლობის კოორდინატორად და კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის იურისტად.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, არხიპოვებმა ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე  კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის, დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც

საამისოდ კი  არხიპოვების კუთვნილმა კომპანიამ “სერვიუკ აგრომ” ლანჩხუთში სამი ნაკვეთი შეიძინა – ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. არხიპოვების გეგმის მიხედვით, სწორედ ამ ნაკვეთებიდან უნდა მოხდეს ხომალდები ორბიტაზე გაშვება.

“მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი – ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.

წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი“- წერს „აი ფაქტი“.

როგორც ირკვევა, არხიპოვებმა შუხუთში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს. დაამონტაჟეს ელექტროგაყვანილობა, დააყენეს მრიცხველები, გაარემონტეს შენობის კარ-ფანჯარა, გაიყვანეს კანალიზაცია, წყალი და ტერიტორია გაწმინდეს.

„აი ფაქტის“ ცნობით, რუსი ქალები ინფორმაციას და ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს აწვდიან – “ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. ამ მიმოწერებმა “პრავფონდიდან” გამოჟონა და OCCRP-ს ჩაუვარდა ხელში. “აი, ფაქტი”, როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში” – წერს გამოცემა.

ერთ-ერთ ასეთ წერილში, იულია არხიპოვა წერს, რომ “საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან მუდმივ მუქარას” აწყდება. ის ითხოვს “რუსეთის ფედერაციამ დაიცვას თავისი მოქალაქე”

“პრავფონდი” [თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი] 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, დადგენილებით შეიქმნა. ფონდის მიზანი, ოფიციალურად, საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოაგდენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.

ირკვევა, რომ ამ ეტაპისთვის, შუხუთში კოსმოდრომის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

 “კოსმოდრომის მშენებლობის საკითხი ამჟამად გაჩერებულია პროექტის შეთანხმების ეტაპზე. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მზად ვართ მშენებლობისთვის. თქვენი მთავრობა გასცემს ნებართვას, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ გვჭირდება ერთი წელი, მშენებლობის დაწყებიდან სრულად გამართული მუშაობის დაწყებამდე” -ამ თემაზე  ასეთია პასუხი მიიღო არხიპოვებისგან გამოცემამ.

რუსეთის მოქალაქეებმა მიწის ნაკვეთი შუხუთში  თამაზ იმნაიშვილისა და დარეჯან კალაჯიშვილისგან შეუძენიათ, რომელიც მათ გელა ზოიძემ გააცნო და დააკავშირა. იგი ახლა  სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის  ხელმძღვანელია, მანამდე კი   ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის” დირექტორი იყო.

ირკვევა, რომ თამაზ იმნაიშვილისა და დარეჯან კალაჯალაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა შპს “ლიმონი“,  რომელიც  ნახევარ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ფლობს და წლების წინ აქ საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებდა. სწორედ ამ ქონებით დაინტერესდნენ არხიპოვები და „ლიმონის“ მფლობელებს დაპირდნემ, რომ ინვესტიციას ჩადებდნენ და  ძველ საწარმო აამუშავებდნენ.

საბოლოოდ კი ქონების მფლობელებსა და  არხიპოვებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც,  არხიპოვების ანგარიშიდან, რომელზეც  3.5 მილიონი ქონდათ, შპს „ლიმონში“ უნდა  ჩარიცხულიყო  დაახლოებით 2.5 მილიონი, რომელიც უნდა მოხმარებოდა წარმოების გაფართოებას, გარემონტებას და ამუშავებას.

სანაცვლოდ კი ძველმა მფლობელებმა წილების 51.55 პროცენტი უსასყიდლოდ დათმეს: 49 პროცენტი არხიპოვების სახელზე გადააფორმეს, 2.55 პროცენტი კი გელა ზოიძის სახელზე, როგორც შუამავალისა და მომლაპარაკებლის. შესაბამისად,  არხიპოვებს უფლება მიეცათ განეკარგათ შპს “ლიმონის” საკუთრებაში არსებული ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

თუმცა, „ლიმონის“ ძველი მფლობელები რამდენიმე თვეში მიხვდნენ, რომ არხიპოვები ძველი საწარმოს აღდგენას არ აპირებდნენ და ამის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ახალმა მესაკუთრეებმა ძველებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.  შპს „ლიმონის” ძველ მფლობელებს პროკურატურისა და სასამართლოსთვის მიმართული აქვთ და ქონების დაბრუნებას ითხოვენ.

„ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის სანოტარო კანტორიდან. წესდების შემუშავებაში და საწარმოს დარეგისტრირებაში სჭირდებოდათ დახმარება, რომ რაღაც საქმინობა ეწარმოებინათ რეგიონში. ასე ვეხმარებოდით ჩვენ საწარმოებს, კოოპერატივებს, მცირე მეწარმეებს, რომ მოემზადებინათ დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ… მერე შევთავაზეთ, რომ თვითონ “ლიმონის” ხელმძღვანელს, თამაზ იმნაიშვილს ეჩვენებინა თავისი საწარმო. მივედით, ვნახეთ, წარმოება დიდი ხნის გაჩერებული იყო და არხიპოვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საწარმოში შევიდოდნენ და გარკვეულ ინვესტიციას განახორციელებდნენ, ასე მოხდა ამ შპს-ში ამ ადამიანების გაწევრიანება.”- ასეთია გელა  ზოიძის მიერ გაკეთებული კომენტარი.

თემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა და მათგან პასუხის მოლოდინში ვართ.

სოფო წილოსანი

ავტორი

გელა  ზოიძეგოჩა ჯანაშია
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14 თებერვალი, 2026

დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14.02.2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

16:33; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო