„ქართული ოცნება რუსული სტილით ჩვენი ქვეყნის ბელორუსიზაციის გზაზე დაყენებას აგრძელებს გეგმაზომიერად“, -ასე უხმაურება პარტია „ლელოს“ ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია „დროას“, „ახლების“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისებში და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციის შესვლას.
„ეს ნაცადი ხერხია, რომ პარტიულ ოფისებში ეძებონ რაღაც მაკომპრომეტირებელი, თან ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. ქუჩის აქციების მუხტის დაგდება ვერ მოახერხეს და გადავიდნენ ტერორზე, რომ ამით საკუთარი მომხრეები დაარწუნონ, რომ კარგად აქვთ საქმე და აგერ, ბატონო, ოფისებსაც მივადექითო. არაფერი აქედან არ გამოუვა ბიძინას შანტრაპას, მაინც განწირულები არიან დამარცხებისთვის, რამეთუ არსებული მუხტის მინავლება, წარმოუდგენელია“, _ ამბობს „ლელოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.































































