სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გიორგი ღურჯუმელიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნების” პროპორციული სია წარადგინა.
როგორც ირკვევა სიის პირველი ნომერი მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე იქნება.
კითხვაზე _ ხომ არ მოიაზრება, დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარედ, სიის პირველი ნომერი გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით, მაგ თემაზე საუბარი არ არის.
“ჯერჯერობით, საუბარი მაგ თემაზე არ არის. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მთელი ყურადღება და მობილიზება გვაქვს არჩევნებისკენ”, _ გვითხრა შარაშიძემ.
































































