“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სამტრედიაში დავით ბახტაძეა.
აღნიშნულ პოზიციაზე სამტრედიის მოქმედი მერის დავით ბახტაძის წარდგენა გადაწყდა.
დავით ბახტაძე აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.
მისი წარდგენა მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მეორედ ხდება.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში დავით ბახტაძემ საერთო ხმების 60.29 .41% მიიღო და მერის თანამდებობა დაიკავა.































































