„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთში, სოფელ მელექედურში გურულ მეჩაიეს ლანა ჟღენტს ესტუმრა, რომელმაც ავთანდილ თალაკვაძეს ტურისტულ სივრცეში უმასპინძლა და ჩაის პლანტაცია დაათვალიერებინა.
“ ლანა არის წარმატებული ფერმერი და დარწმუნებული ვარ, ის ჩაის აღორძინების საქმეში თავის წვლილს შეიტანს. მან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ასევე, ფერმერთა ასოციაციის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა – ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” კონკურსის გამარჯვებულია. ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ ოზურგეთში ასეთ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებთან მექნება თანამშრომლობა. ჩვენ, ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების განხორციელებას, რისთვისაც ფერმერებს ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებათ, “– განაცახადა ავთანდილ თალაკვაძემ. (R)