https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული სააღდგომო მოგონებები

10:42; 5.05.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის დასაწყისში „გურიანიუსის“ მკითხველებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მსურს რომ მივულოცო: ქრისტე აღდგა.

დღეს მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ. ქართველები აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ამ რელიგიურ ზეიმს ოფიციალურად გვიკრძალავდნენ. ალბათ მიხვდით რომ საუბარი კომუნისტების თითქმის 70-იან წლიან ბატონობაზე მაქვს. რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი წინა თაობები მამა-პაპათა ტრადიციებს არ არღვევდნენ და აღდგომას სრულიად საქართველო ხვდებოდა.

დღევანდელი წერილის გმირები ჩვენი საზოგადოების ცნობილი პიროვნებები არიან, რომლებიც კომუნისტების დროინდელ საქართველოს და აღდგომის დღესასწაულებს გაიხსენებენ.

თავდაპირველად ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის ორ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„როცა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომა დღეს შემხვედრს ეუბნება, ქრისტე აღსდგაო, პასუხობენ – ჭეშმარიტადო. რატომ? რატომ პასუხობენ ჭეშმარიტადო? იმიტომ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ეს ბევრმა არ იცის.

ბავშვობაში სოლოლაკში ვცხოვრობდით ჯაფარიძის 13-ში. მეზობლად ცხოვრობდნენ ჩვენი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები. მახსოვს, აღდგომა დილით მესამე სართულიდან ქუჩისკენ ჩარბოდა ჩემი ათი წლის ძმა – ჯიმი. იქვე, კიბის თავში ხვდებიან ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და ბავშვთა ექიმი, პროფესორი ვასო მჭედლოვი. გაქცეულ ჩემს ძმას ძია ვასო უყვირის:

– ჯიმი, ბიჭო, სად გარბიხარ, ქრისტე აღსდგა, ქრისტე!

– ვიცი, ძია ვასო, ვიცი! – მოაძახა ჩემმა ძმამ.

ძია ვასო დაიბნა, ასეთ პასუხს არ ელოდა და ბატონი კონსტანტინე ღიმილით ეუბნება:

– თავი დაანებე, ვასო, სცოდნია და რაღას ახსენებ.“

„წითელი პარასკევია. მე, ზაურ ბოლქვაძე, ნოდარ დუმბაძე და ოთარ მამფორია რესტორან „თბილისში“ ვსხედვართ, „პახმელიაზე“ გამოვდივართ. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ვიყავით და შეკვეთაც შედარებით მოკრძალებული გვქონდა. უცებ, იქვე ჩაგვიარა იუმორით სავსე პიროვნებამ, ჩვენი რაიკომის პირველმა მდივანმა ავთო საყვარელიძემ, სუფრას მოუახლოვდა, დაგვლოცა და ბოლოს გვეკითხება:

– ბიჭებო, შეგიძლიათ, თამამად იქეიფოთ, გადახდილია.

ასეთი საჩუქარი ცოტა მოულოდნელი იყო და დავიბენით. საყვარელიძემ ეს შეამჩნია და გაეცინა:

– არ გატყუებთ, მართლა გადახდილია, რადგან დღეს ჩვენი, კომუნისტების საზეიმო დღეა, წითელი პარასკევი…“

იცით თუ არა, რომ ერთ დროს, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი რელიგიური მწარმსის გამო მომავალი ცხოვრება კინაღამ გაიფუჭა?

ჯონდი ბაღათურია: „შეიძლება ითქვას, მთელი წელი ველოდი აღდგომის დადგომას, ისეთი ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. 1982 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ეკლესიური ცხოვრებაც სასტიკად მაქვს აკრძალული. აღდგომის ღამეა, ეკლესიაში ვარ, გავიხედოთ და ჩემი მეგობარი და თანაკურსელი ამეტუზა გვერდით შეშინებული. დღეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეა:

– ჯონდი, აქედან უნდა მოტყდე, მარტო არა ვარ. დაიმალე, ბიჭო, დაიმალე, შენთვის სიკეთე მინდა, კომკავშირიდან და უნივერსიტეტიდან არ გაგრიცხონ. იცი თუ არა, რომ სამ კაცს „შავი სიის“ შედგენა დაგვავალეს, ვინც ეკლესიაში დადის.

– გამასწარი აქედან! იმისთანა დავუბღვირე, შურდულივით გავარდა.

ახლა ეს პიროვნება დიდ კაბინეტშია გამოჭიმული და ბოლოს რომ ვნახე, რაღაცას წერდა.

– რას აკეთებ? – ვკითხე.

– ჩემი თანამშრომლების სიას ვადგენ, ვინც ეკლესიაში არ დადის…“

ჩვენი დღევანდელი წერილის ბოლო სტუმარი ბატონი ნიკო ლეკიშვილია, რომელიც საკუთარ ბავშვობას გაიხსენებს. მაშინ ბატონი ნიკო მეექვსე კლასში სწავლობდა, „წარჩინებული პიონერიც“ ბრძანდებოდა და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაც სასტიკად ეკრძალებოდა.

ნიკო ლეკიშვილი: „ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა აკრძალული იყო და ფარულად ვმონაწილეობდით. წითელი კვერცხით სკოლაში რომ გამოჩენილიყავი, არც შენ დაგადგებოდა კარგი დღე და არც მშობლებს. მე-6 კლასში ვარ, წავიღე სკოლაში სააღდგომო კვერცხები, მოვქუჩდით მყუდრო ადგილას ერთი ათი ბიჭი და წავიდა გახურებული შეჯიბრი დამტვრევაში. როგორც წესი, გამარჯვებული მოწინააღმდეგის გატეხილ კვერცხს თავის ჯიბეში იდებდა, რომ მერე შეეჭამა. აზარტში ვართ შესული და უცებ სასწავლო ნაწილის გამგე წამოგვადგა თავზე:

– ჰაიტ, თქვე სამარცხვინო პიონერებო! მე თქვენ გასწავლით ჭკუას! – მოგვხვია ყველას ხელი და დირექტორთან, ალიოშა ცინცაძესთან შეგვიყვანა, შესანიშნავი პიროვნება იყო, ტრადიციების დიდი მიმდევარი.

– ამხანაგო დირექტორო, – ეუბნება, – ესენი საბჭოთა ქვეყნის პროლეტარიატისა და კომუნიზმის მტრები არიან. სკოლაში წითელი კვერცხებით მობრძანდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ.

– რას მელაპარაკები! – გაიკვირვა, – აბა, რომელმა გაიმარჯვა?

– მე, – ამოიკნავლა ერთ-ერთმა, მაგრამ თქმა არც უნდოდა, ისე ჰქონდა გამობერილი ჯიბეები ჩვენი გატეხილი კვერცხებით.

– პატიოსნად მოიგე?

– კი, – ლამის ატირდა.

– რა ქათამმა დადო ამისთანა? – გაოცდა ბატონი ალიოშა და ჯიბიდან წითელი კვერცხი ამოიღო, – მოდი, ჩამირტყი.

სასწავლო ნაწილის გამგეს პირი დარჩა ღია. გაწითლდა, გამწვანდა, ხმას ვეღარ იღებს.

– ტრადიციის დავიწყება არ შეიძლება, – გახედა დირექტორმა.

– ახლავე მოვალ, – კარისკენ გაიწია.

– რად მიდიხარ?

– ჩანთაში კვერცხი მეც მიდევს, მოვიტან…“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

09:49; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

09:35; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

09:32; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ნერვიული ადამიანები

09:31; 29 იანვარი, 2026
ზაფრანი

ვინ ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

09:29; 29 იანვარი, 2026

მსოფლიო სააღდგომო ტრადიციები

სააღდგომო ადათ-წესები საქართველოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო