მილანში, საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, ქართველი ემიგრანტების რიგია.
ხმის მიცემის პროცესის მონაწილე ქართველებს იტალიელები პლაკატებით და საქართველოს დროშებით ამხნევებენ.
“ხმას ვაძლევ საქართველოს ევროპულ მომავალს!“ _ ესაა დღეს არჩევნებში მონაწილე იტალიაში მცხოვრები ქართველების სლოგანი.
გთავაზობთ ვიდეოს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქციის შესახებ, რომელიც ლალი იმედაიშვილმა სპეციალურად “გურია ნიუსისთვის“ გადაიღო.
ჩვენ კვლავ ველოდებით ახალ ამბებს იტალიიდან.