საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვება უელსთან შეცდომით ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირს (Georgia Rugby Union) მიულოცეს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
,,მიუხედავად იმისა, რომ მოლოცვის წერილებს ვაფასებთ, ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს უელსი არ დაგვიმარცხებია. მაგრამ, მადლობა!
საქართველოს კი ისტორიულ მოგებას ვულოცავთ!” – წერია ჯორჯიის რაგბის კავშირის ფეისბუკ-გვერდზე.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ტიერ 1-ის წარმომადგენელს მოუგეს.