ორმა ქართველმა საბერძნეთში ბინა იმ დროს გაქურდა, როცა სახლის მეპატრონეებს ეძინათ. შემთხვევა აგიოს პანტელეიმონაში მოხდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა სახლში შესასვლელად ბინის აივნის კარი ჩაამტვრიეს.
როგორც ცნობილია, მათ საცხოვრებელი კორპუსიდან გასვლის დროს სამართალდამცავების ყურადღება საეჭვო ქცევით მიიპყრეს, გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.
ჩხრეკისას მათ მოპარულ ნივთებთან ერთად აღმოაჩნდათ დანა და სახრახნისი.