„აბა, რა გააკეთეს ქართველებმა? მათ უნდათ გამჭვირვალობა საკუთარ ქვეყანაში: პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ…
კანონიერმა ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე, თან გაიმეორეს ერთი ერთში, როგორც ამერიკაში, ის კი არადა, შეარბილეს კიდეც.
ახლა გაიღვიძა ბიძია ჯომ ან ვიღაცამ ევროკავშირში და სხვანაირად იფიქრა, სხვანაირად შეხედა _ ანადგურებენ ქვეყანას“, _ თქვა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ სააგენტო “Belta”-სთან საუბარში.
„რუსებს აბრალებენ, თითქოს, საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, თუმცა, ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს.
საქართველოს გამო, ჩვენ ნამდვილად ვინერვიულეთ ბრიქს-ის სამიტზე, სადაც მეზობელი ქვეყნების მეთაურებს ვხვდებოდით.
საქართველოს რაღაც ლგბტ-ს ახვევენ თავზე, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები, „მუჟიკები“ იყვნენ და ახლა ლგბტ-ს ახვევენ თავზე. არ მიიღებენ ამას ქართველები _ ისინი ყოველთვის ქალებს უყურებდნენ, პატარაობიდან. ისინი კი _ ლგბტ! კავკასიაში _ ლგბტ!“ _ გაბრაზებულია ლუკაშენკო.