ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ორ ქართველ სპორტსმენს აკრედიტაცია გააუქმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზეზად კოვიდრეგულაციების დარღვევა სახელდება. მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წავიდნენ.
Foxnews-ის ინფორმაციით, პროტოკოლის დარღვევა 2 ძიუდოისტს ბრალდება. ერთი ვერცხლისმედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი, მეორე კი ლაშა შავდათუაშვილია.
ქართული მხარე აცხადებს, რომ სპორტსმენები პროტოკოლის დარღვევას არ აპირებდნენ.
„ისინი არავინ შეაჩერა გასასვლელში, ამიტომ იფიქრეს, რომ გასლა შეეძლოთ. მათ სურდათ ღია სივრცეში გასვლა, შეჯიბრის მძიმე დღის, მკაცრი ჩაკეტვის პერიოდის შემდეგ დასვენება“,_ ნათქვამია განცხადებაში.
ტოკიო 2020 -ის სპიკერმა მასა ტაკაიამ AFP- ს განუცხადა, რომ “შენობის დატოვება ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ შეიძლება”.
როგორც ცნობილია, სპორტსმენები აკრედიტაციის გაუქმებამდე გაემგზავრნენ.