ქართველი მოცეკვავე გიორგი კვანჭიანი გინესის რეკორდსმენი გახდა ქართული ცეკვის ილეთით, _ ამის შესახებ ის თავად წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც მილანის ტელევიზიაშია გადაღებული და იქვე არა მხოლოდ რეკორდი დამყარდა, გიორგიმ საყვარელ ქალს – მისსავე კოლეგა მაია ქარდავას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.
“გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გავხდი!!! ქართული ცეკვის ტრიუკით. უპრეცედენტო რამ მოხდა მეგობრებო, ქალაქ მილანში. წამყვანი ყველასათვის ცნობილი გერი სკოტი.
შემდეგ რაც მოხდა, თქვენი თვალით იხილეთ.
ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ჩემს ამ მიღწევაში. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უკვე მეუღლეს – მაია ქარდავას, განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა და ყველაზე ცუდ მომენტებში გვერდში მედგა”, – წერს გიორგი.