ქართველი რეჟისორი, ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ცის კარის“ ჩვენება 14 ივლისსა საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება.
რეჟისორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ელენე მაცხონაშვილი პროტესტის ნიშნად მისი სპექტაკლის პრემიერას ლევილში არ დაესწრება.
„ა.წ. 14 ივლისს, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება (ოზურგეთის თეატრში, ორი წლის წინ ჩემ მიერ დადგმული) სპექტაკლის – ,,ცის კარის“.ჩვენება.
მე, ვამბობ უარს და ლოგიკურია, რომ არ მივდივარ.
იმ კეკლუცობის ფუფუნება, “ქართული კულტურის პოპულარიზაცია” ან ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” რომ ჰქვია, აღარ არის.
მე და მთავრობის წევრები, ვინც ჩვენ წარსულს და ჩვენს შვილებს მომავალს გვართმევენ, ასევე ადამიანები, ვინც ძალადობას საჯაროდ არ გმობენ, ერთად აღარასდროს ვიფრენთ“ – წერს ფეისბუქში ელენე მაცხონაშვილი.