ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ტრადიციულად დილის სესიას ძიუდოს ტურნირი გახსნის. დაახლოებით 06:20-დან უნდა ველოდოთ ლაშა ბექაურს (-90კგ.), რომელიც რიგით მეხუთე შეხვედრაში იჭიდავებს და მისი პირველი მეტოქე პოლონელი კუჩერა იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ რთული ბადე მოუწია ლაშას, თუმცა იმედია ახალგაზრდა ქართველი ფალავანი, მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშებიდან უმედლოდ არ დაბრუნდება.
დაახლოებით 09:00 უნდა ველოდოთ (შესაძლებელია მატჩის დაწყების დრომ გადაიწიოს) ჩოგბურთის ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველი გერმანელ ალექსანდრე ზვერევს (მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი) დაუპირისპირდება. ურთიერთ შეხვედრებში გერმანელი 3:1 ლიდერობს.
ავტორი: მამუკა მამალაძე