ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და ინგა გურგენიძემ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის ჩემპიონის ტიტული 174,18 ქულით მოიპოვა.
20 წლის ნიკა ეგაძე კი სენიორთა შორის გამართული ტურნირის ჩემპიონი 208,47 ქულით გახდა.