ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ პამპლონას საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების დოქტორმა ადელა ნავარომ განაცხადა რომ: „დღემდე გავრცელებული შეხედულებით, ყავის სმა სხვადასხვა დაავადებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით ეს არ დადასტურდა“.
კვლევის მიზანი იყო საშუალო ასაკის ადამიანებში კავშირის დადგენა ყავის მოხმარებასა და სიკვდილის რისკს შორის. კვლევა მოიცავდა 19, 896 მონაწილეს, რომელთა საშუალო ასაკი 37.7 წელი იყო.
კვლევაში მონაწილეობამდე, მონაწილეებმა შეავსეს წინასწარ მომზადებული სპეციალური კითხვარი, რათა მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია ყავის მომხარების, ცხოვრების სტილის, სოციო-დემოგრაფიული მასხასიათებლების, ანთროპომეტრული მაჩვენებლებისა და მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გამოკვლევის ობიექტებს 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. სიკვდილის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ კვლევის მონაწილეთა ოჯახებისგან და ეროვნული ბიუროსგან. 10 წლის განმავლობაში 337 პაციენტი გარდაიცვალა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცდაში მონაწილე ის პიროვნება, რომელიც დღეში ოთხ ფინჯან ყავას მაინც მოიხმარდა, სიკვდილის 64%-ით დაბალი რისკით გამოირჩეოდა, ვიდრე ისინი ვინც არასდროს ან თითქმის არ მოიხმარდნენ ყავას.
ამგვარად, ნავარო ასკვნის: „ჩვენმა მიგნებებმა დაამტკიცა, რომ ოთხი ფინჯანი ყავა ყოველ დღე შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ჯანსაღი დიეტის ნაწილი გახდეს“.