თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ბანკიდან დიდი ოდენობის თანხა გაიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც უწყებაში “გურია ნიუსს” უთხრეს, ამ წუთებში ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.