მაშველებმა 3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.