დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გუშინ გვიან ღამე Facebook-ზე გავრცელებული განცხადება, დღეს კომპანიის სოციალურ ქსელის ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.
გუშინდელ განცხადებაში მხოლოდ ის ეწერა, რომ კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან მალევე მივიდნენ და დეტალებში ერკვევიან. ოფიციალურ განცხადებას კი მოგვიანებით გააკეთებდნენ.
ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო. ამასთან, ენერგოომბუდსმენი კოპანია “ყაზტრანსგაზისგან” ახსნა-განმარტებას მოითხოვს.