სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტოს ადგილობრივები უყვებიან, 32 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა, მან ცივი იარაღით ყელი თავად გამოიჭრა. მათივე ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, შასაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.


































































