68 მომხრე, 1 წინააღმდეგი – ქეთევან დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი კი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნის გამო თანამდებობრივი შეუთავსებლობა გახდა.
ცნობისთვის, მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერალთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხარდამჭერი ავტორების განცხადებაც.