„ოპოზიციამ არაერთხელ აირჩია გზა, რომელიც გამოიყენებოდა არა სამუშაო პლატრფორმად, არამედ პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენდა. ეს პრაქტიკა არ ემსახურებოდა არც დემოკრატიის გაძლიერებას და არც მოქალაქეთა ინტერესებს.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას ქვეყნის შიდა რეალობას ცალმხრივად და დამახინჯებულად წარმოადგენენ, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო რეპუტაციასა და საგარეო ინტერესებს. ეს აღარ არის შიდა პოლიტიკური კრიტიკა – ეს არის პასუხისმგებლობის მკვეთრი ნაკლებობა საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე, “ – ეს არის ამონარიდი ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ქეთევან ხომერიკის გამოსვლიდან.
ის 26 დეკემბერს 2026 წლის ბიუეჯეტის პროექტის დამტკიცებამდე სიტყვით გამოვიდა და მის კოლეგებს მიმართა. მათ მოუწოდა, რომ მხარი დაეჭირათ შემდეგი წლის მთავარი დოკუმენტისთვის.
„ყოველი ახალი საბიუჯეტო წელი და შესაბამისად ახალი ბიუჯეტის მიღების პროცესი, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს არა მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებას, არამედ განსაკუთღებულ მოთხოვნებს უყუნებს მთლიანად საზოგადოებას – განსაკუთრებით კი ამომრჩევლებსა და ბიუჯეტში გადამხდელებს,“ – აღნიშნა ქეთევან ხომერიკმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია და შემდეგი წლის მთავარი დოკუმენტი 48 მილიონ 70 ათარის ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია ის, რომ ქეთევან ხომერიკს მონოლოგის რეჟიმში მოუწია სიტყვით გამოსვლა, რადგან წელს, ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ თითო-თითო წარმომადგენელმა მოახერხეს შესვლა. ერთი მათგანი არ იმყოფებოდა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს და მეორე კი სხდომას რამდენიმე წუთი ესწრებოდა.
































































