ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში. არსებული ინფორმაციით, ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირველადი ინფორმაციით, წაღებულია 10 ათას ლარზე მეტი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი