https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს შეწყალებას სთავაზობს _ როგორია ოპოზიციის რეაქცია

11:40; 30.07.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ოცნების” ხმოსნების არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეწყალებას სთავაზობს. თუმცა, ამისთვის, მათ წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე.

მიხეილ ყაველაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა შეწყალების შეთავაზების საფუძველი.

“იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის, პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, დღიდან ჩემი არჩევისა, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.

იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამ იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა _ მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას _ ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში და არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში“, _ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

“ერთმა თქვა, მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ თქვა, მაღიარეთო და თან ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ _ ღირსება, რეპუტაცია და სინდისი _ მე ჩამაბარეთო და გაგათავისუფლებთ… მონობისათვის!

ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ, არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!

ცოტა რუსული “კგბ–შნიკური” სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება, რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!

მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება“, _ წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ყაველაშვილის განცხადებას ასე გამოეხმაურა:

“გამეორება ცოდნის დედაა! არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით!”

“გამორიცხულია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ მიხეილ ყაველაშვილს რაიმე ფორმით შეწყალების თხოვნით მიმართონ. მით უფრო გამორიცხულია, რომ ჩვენმა კოალიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყაველაშვილის პირობაა: – წერილი დამიწერეთ, მომეცით პირობა, რომ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, მთხოვეთ და შეგიწყალებთ. ეს გამორიცხულია! ეს სამი ლიდერი ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით ორი მიზეზის გამო არ მიმართავს: მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაწყალებელი არაფერი სჭირთ. მეორე _ მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანი არ არის, ვისაც შეწყალების უფლება აქვს. ყაველაშვილი არის ამ ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტი.

მათ გაკეთებული აქვთ გააზრებული არჩევანი. ციხეში ყოფნა არავის მოსწონს და არავინ თვლის, რომ კარგია, მაგრამ როცა არჩევანს არ გიტოვებენ, როცა არჩევანი არის სირცხვილს, ნათქვამი სიტყვის გადათქმასა და ციხეში წასვლას შორის, სწორი არჩევანია ციხეში წასვლა! ეს “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს არ ესმით. რამდენიმე წლის წინ ივანიშვილმა თქვა, თავით კედელს რატომ ასკდებითო. მას ვერ წარმოუდგენია, რატომ შეიძლება ადამიანები ციხეში პრინციპების გამო წავიდნენ.

“ქართული ოცნების” უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ციხეში პრინციპების გამო წახვიდე, როცა შეიძლება იყო გარეთ, გქონდეს იახტა, საცურაო აუზი და იცხოვრო ბედნიერად. ახლა ისეთი მდგომარეობაა, როცა შეიძლება არც ერთი დარჩეთ, არც მეორე, არც მესამე და ციხეშიც მოუწიოთ ყოფნა, ოღონდ ამაში ჩვენ არ შევუწყობთ ხელს – ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს“, _ განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ლევან ყურაშვილმა “პალიტრა ნიუსის” გადაცემა, “დღის ნიუსრუმში”.

საკითხს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე:

“ის, რომ ხელისუფლება ეძებს ლეგიტიმაციას და ის, რომ ყაველაშვილი ოცნებობს ოღონდ რომელიმე ოპოზიციონერმა მის სახელსა და გვარზე, ბლანკზე დაიტანოს შეწყალების თხოვნა და აღიაროს ის პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ მიუთითებს რა არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი. არ მგონია, რომ ამ სამარცხვინო კაპიტულანტური შეთავაზებით, რომელიმე ოპოზიციონერი მოთაფლოს. თუმცა, კარგად ჩანს “ქართული ოცნების” მძიმე ვითარება“, _ განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ყაველაშვილის შეთავაზებას გადაცემა 360 გრადუსში გამოეხმაურა პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ხვალ რომ მართლაც გაათავისუფლონ დაკავებული პოლიტიკოსები, ამით შეცდომაში არავინ უნდა შევიდეს, რადგან, მისი განმარტებით, ეს ხალხის დაბნევის მცდელობა იქნება:

“ეს, ისევე როგორც ყველა ნაბიჯი ამ რეჟიმის, არის არა მხოლოდ რომელიღაც პოლიტიკოსების და, ამ შემთხვევაში, პოლიტპატიმრების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ უტიფარი, ცინიკური დამოკიდებულება იმ რეჟიმის, რომელიც შიგნით კრიზისშია, წნეხის ქვეშ არის ჩვეულ მეთოდს მიმართავენ _ საზოგადოების დეზორიენტაციისა და დემორალიზაციის მცდელობას.

როცა ასეთ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, სადაც ყველაფერი შეიძლება თქვა, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები, რთულია ხოლმე, თან როცა იმ კაცის (ბიძინა ივანიშვილის) ინსტიქტებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ეს განცხადება არაფერს არ ცვლის. მეტსაც გეტყვით, ყველა პოლიტპატიმრის ციხეში ჯდომა არის პრობლემა ზოგადად ქვეყნისთვის და ნებისმიერი მათგანის გათავისუფლება არის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, მაგრამ ესეც კი ვერ შეცვლიდა ვერაფერს. აი, ხვალ რომ რაღაც ასეთი გააკეთოს, რათა კიდევ უფრო დააბნიოს ხალხი, ამითაც არავინ არ უნდა შევიდეს შეცდომაში.

არსებითად ეს კაცი, მისი გარემოცვა შეუთავსებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებთან, ჩვენს დამოუკიდებლობასთან, ჩვენს სიმშვიდესთან, უსაფრთხოებასთან, ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსვლასთან – ეს არის ის, რის გარშემოც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაერთიანებული“, _ განაცხადა ბოკერიამ.

“გაოგნებული ვარ _ რა უნდათ ვერ ვხვდები. მგონი, თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა“, _ განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

“ერთის მხრივ არ აღიარებენ (არჩევნების) ლეგიტიმაციას, შემდეგ გარბიან ცესკო–ში და ნომერი რომ შეინარჩუნონ, განცხადებებს წერენ. არ აღიარებენ პრეზიდენტ ყაველაშვილის შეთავაზებას და ამ დროს ადგილობრივ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. გაოგნებული ვარ. რა უნდათ ვერ ვხვდები. მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა. არც იმ დანარჩენებისგან გამოვლენ გმირები. ძალით თუ უნდათ, რომ გმირის მანტია მოისხან, რომ ციხეში გამოიკეტონ რამდენიმე თვით, ეს მათი არჩევანი იყო“, _ აღნიშნა ზარქუამ.

თქვენი აზრით, უნდა დათანხმდეს თუ არა ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების შესახებ მსჯავრდებული პოლიტიკოსები? ამ კითხვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელ ბაჩო ახალაძეს მივმართეთ.

“ყაველაშვილის “შეწყალების” ინიციატივა არაფერია, თუ არა მორიგი ცინიზმი იმ ხელისუფლებისგან, რომელიც თავად არის ამ პოლიტიკური დევნის არქიტექტორი.

პოლიტპატიმრებისთვის შეწყალებაზე საუბარი მაშინ, როცა მათი მსჯავრი პოლიტიკური შურისძიების შედეგია, ნიშნავს, რომ სისტემამ ჯერ გაგასამართლა უსამართლოდ და ახლა შენდობას გთხოვს იმ დანაშაულისთვის, რომელიც თავად ჩაიდინა.

არავის სჭირდება ყალბი დიდსულოვნება დამნაშავე რეჟიმისგან – სჭირდებათ სამართლიანობა, აღიარება, რომ ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლნი და არა დამნაშავეები.

შეწყალებაზე საუბარი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს გაექცეს საერთაშორისო ზეწოლას და შიდა პროტესტს…

მაგრამ აქ მთავარია ისიც, რომ ამ შემოთავაზების უკან დგას ცალსახა პოლიტიკური ანგარიში – სურთ, რომ მსჯავრდებული პოლიტიკოსები “შეწყალების” სანაცვლოდ გავიდნენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რათა შექმნან ვითომ მრავალფეროვანი პოლიტიკური ველი და მოახდინონ საკუთარი არალეგიტიმური მმართველობის ლეგიტიმაცია.

ანუ ჯერ ჩაგსვამენ, მერე “შეგიწყალებენ“, მერე კი შენით შეინარჩუნებენ და მოიპოვებენ ძალაუფლებას“, _ ამბობს ბაჩო ახალაძე.

ამავე კითხვაზე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ჩოხატაურელი ლიდერი მალხაზ ჩხიკვაძე გვპასუხობს:

“ამ კითხვაზე მკაფიო და მოკლე პასუხია უკვე გაცემული ჩვენი პარტიის ლიდერების მიერ და ყაველაშვილს მიუთითეს თუ საით უნდა იმოძრაოს. არ ველოდები რომ ვინმემ ისარგებლოს მაგ შეთავაზებით. არც ერთ პოლიტპატიმარს არაფერი აქვს შესაწყალებელი. ისინი უდანაშაულოები არიან!”

ინფორმაციისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

მსგავსი სასჯელი აქვს მისჯილი “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა გვარამიასაც _ ის სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

ბაჩო ახალაძემალხაზ ჩხიკვაძემიხეილ ყაველაშვილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ვხედავთ მცდელობას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნას წარმოჩენილი _ პაპუაშვილი

10:10; 4 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3 თებერვალი, 2026

სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა

ჯეჯელატო - იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო