ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს არ აღიარებს და მათ კვაზის სახელმწიფოები უწოდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ასევე აღნიშნა, რომ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.
“ზოგი ამბობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდა ცნებაა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანს, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილია, საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ერს თავისი სურვილით შეუძლია მისგან გამოყოფა.“ – თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა
თოყაევმა აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, თუ თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაეროს წევრები არიან, დედამიწაზე 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო იქნება.
,,ითვლება, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, დედამიწაზე ნაცვლად 193 სახელმწიფოსა 500-ზე მეტი სახელმწიფო შეიქმნება, რაც ქაოსს გამოიწვევს. ამის გამო, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს”, – თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ავტორი