ყაზახეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე ჯილდოები არ აიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას Tengrinews.kz ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით განაცხადა მან უარი რუსეთის მიერ ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე.
“იმავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა უარი თქვა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე, პირველი ხარისხის “მანასზე”, – თქვა პოლიტოლოგმა ედილოვმა.