ყაზახეთის სამხრეთით 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური ექსპერიმენტული და მეთოდოლოგიური ექსპედიცია.
ბიძგები ადგილობრივი დროით 19:02 საათზე დაფიქსირდა.
სტიქიის ეპიცენტრი მდებარეობდა ალმათის დასავლეთით 628 კილომეტრში. გავრცელების არეალი 5 კმ სიღრმეზე იყო.