ყაზახეთში არეულობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც მომტინგეებმა პოლიციის შენობებზე კონტროლის დამყარება სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა მთავრობის წინააღმდეგ განწყობილი ათობით ადამიანი მოკლეს, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 12 თანამშრომელი, 300-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია.
დაძაბულ ფონზე კი ყაზახეთში რუსეთის სამხედრო ძალა ჩადის. ცნობისთვის, რუსეთს დახმარება ვითარების დასტაბილურებაში ყაზახეთის პრეზიდენტმა სთხოვა.