https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ყინწვისის საქმე”- 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგინდა

12:38; 18.10.2022
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა, მათ შორის გამართლდა ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული კიდევ 12 პოლიტპატიმარი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა.
2007 წელს, სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ დირექტორს ლევან ნემსწვერიძეს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის 17 548 ლარის მითვისებას, ხოლო ქ. ცაგერის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ნაირა ბერაძეს ამავე თანხის გაფლანგვას ედავებოდა.
იმჟამინდელი გამოძიების მასალების მიხედვით 2001-2002 წლებში, ქ. ცაგერში, სანაპიროს ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე შპს „ცაგერის წყალმომარაგება–კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტში მითითებული მოცულობები და ღირებულებები, არ იყო შესაბამისობაში რეალურად განხორციელებულ სამუშაოებთან, ხოლო სხვაობამ შეადგინა 17 548 ლარი.
2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლევან ნემსწვერიძე გასამართლებული იქნა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნაირა ბერაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ორივე პირს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალათ პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამორთმევად სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მათი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით და ჩატარებული კომისიური საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატებოდა ცაგერის გამგეობისგან მიღებულ თანხას და შეადგენდა 71 307 ლარს, რითაც ცალსახად გამოირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 17 548 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარიმართა.
2022 წლის 12 ოქტომბერს ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე, თორმეტი უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმარი გაამართლა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, კახაბერ თოდაძე, ზურაბ გელაშვილი, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ვარლამ ჩარკვიანი, გიორგი ბეროშვილი, გიორგი აღაჯანიშვილი (ამჟამად ციციშვილი), დავით ჩიტრეკაშვილი, თეიმურაზ ცამბაია, ბორის გურული, ბადრი ჩიგოგიძე, მამუკა ბესელია და მიხეილ მაისურაძე დააკავეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2011 წლის 28 მაისს, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად) წარედგინათ.
საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
თორმეტივე პირი „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, აღიარებულ იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და 2022 წლის 23 სექტემბერს თორმეტივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 455 პირი, რომელთაგან 323 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა.
დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 108 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22 იანვარი, 2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22 იანვარი, 2026
სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22 იანვარი, 2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22 იანვარი, 2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22 იანვარი, 2026

ვარძიაში, საყარაულოს თავზე ვებერთელა ლოდები მოწყდა

ვინ მიიღებს 100 ლარს ყოველთვიურად მთავრობისგან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო