ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცია, რომელიც ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში გადიოდა მკურნალობას“.
ვრცლად: სამხრეთის კარიბჭე






























































