ახალციხის სოფელ წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი, 60 წლამდე კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, _ ინფორმაციას რეგიონული მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.
დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა.
3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში რვა ადამიანი დაავადდა.