რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს.
მის თქმით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი და დივერსია იყო.
,,რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება იყოს, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები. ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც კიევის კრიმინალურიმა რეჟიმმა ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა“, – თქვა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.