დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული „ადმინისტრაციები“ თანამშრომლების ევაკუაციის გეგმებს ამზადებენ. ინფორმაციას ukrinform ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ოკუპანტები ადგენენ იმ თანამშრომლებისა და ოჯახების სიას, რომლებიც ექვემდებარებიან პრიორიტეტულ ევაკუაციას. ზოგიერთ ქალაქში გეგმები უკვე ჩამოყალიბებულია და დამტკიცდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
განმარტავენ, რომ ასეთი გეგმა შემუშავებულია ქალაქ კრასნოპერეკოპსკში, რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მატერიკზე უკრაინის მახლობლად.