UKRAINSKA PRAVDA-ს ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება.
“ამ შემთხვევაში არ იქნება მოლაპარაკება, მხოლოდ საპასუხო დარტყმები. კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი მთელი უკრაინა დაიწვება…
ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი. რუსეთის პრეზიდენტმა ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს რაიმე საზღვრებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი.
ჩვენი დოქტრინალური დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“,_ განაცხადა მედვედევმა.
როგორც ცნობილია, ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის თანახმად, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი “რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს არსებობას”.