დღეს დილით ცნობილი გახდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში მიღებული შედეგები.
ჩოხატაურელი ქრისტინე ნინიძე რეგიონში კვლავ ლიდერთა შორისაა _ ქრისტინემ მაქსიმალური 70 ქულიდან 67 ქულის დაგროვება შესძლო.
შეგახსენებთ, რომ ქრისტინემ ქართულის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 56 მიიღო.
“ყოჩაღ, ქრისტინე, გილოცავთ. სულ წარმატებებით გევლოს” _ ულოცავენ ქრისტინე ნინიძეს გულშემატკივრები.